“საიდან აქვს ხაბეიშვილს 200 ათასი დოლარი – ეს უცხოური შავი ფულია” - გურამ მაჭარაშვილი
„საიდან აქვს ხაბეიშვილს 200 ათასი დოლარი, თან რამდენიმე, ეს უცხოური შავი ფულია, რომელიც უნდათ, ძალადობრივ აქციებში, მოსყიდვებში და ათას უბედურებაში გამოიყენონ,“– ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე ათეული თუ ასეული მოინდომებს პარლამენტში შეჭრას, წინ პოლიცია არ უნდა დადგეს და არ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და კანონმდებლობა. ეს მათი ძალიან მოკლე, მაგრამ რევოლუციური და ძალადობრივი ბუნებაა.
„200 ათასი დოლარები თან რამდენიმე, ახლა ხაბეიშვილს საიდან აქვს. ეს მის დეკლარაციაში ან მის რომელიმე განცხადებაში ჩანს? ეს არის ზუსტად ის უცხოური თანხა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და შავი ფულია. უნდათ, შავი ფული ძალადობრივ აქციებში, მოსყიდვებში და ათას უბედურებაში გამოიყენონ. მეორეს მხრივ, ეს არის პირდაპირი მოწოდება სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების მიმართ, რომ გადადგან ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები. ეს არის მათი შინაგანი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. თურმე მართლწესრიგი არ უნდა დაიცვას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და ხაბეიშვილი იქნება თუ ძალადობრივი აქციის ნებისმიერი მონაწილე, რამდენიმე ათეული თუ ასეული მოინდომებს პარლამენტში შეჭრას, წინ პოლიცია არ უნდა დადგეს და არ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და კანონმდებლობა. ეს მათი ძალიან მოკლე, მაგრამ რევოლუციური და ძალადობრივი ბუნებაა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც არ მიიღებთ მონაწილეობას დარბევაში, 200 ათას დოლარს მიიღებთ, სხვა თანამშრომლებსაც, ვინც სისტემას ამხელს, უნდა მივცეთ ეს თანხა“.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს