“პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად” - შალვა პაპუაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.
,,პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად.
ითხოვდნენ 1,5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწიათ თავად 7,1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილიონებზე, რომელიც ფუჭად ხარჯეს, როგორც აღმოჩნდა დაბალი კვალიფიკაციის ადვოკატებზე. ასეთი ბოლო ექნება ყველა თაღლითის საქმე.
მანამდე კი იყო სხვა თაღლითობაც, რომელიც სასამართლოს განაჩენით დასრულდა, როდესაც ბანკიდან 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს. ამ სქემის გამო ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 7-7 წელი მიესაჯათ, ბანკმა კი 3 მილიონი დოლარი ჯარიმა აღიარა და გადაიხადა.
სამი წლის წინ, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE), ეს თაღლითები, წევრებად მიიღო. ამითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ალიანსის მორალზე.
ახლა, მნიშვნელოვანია, ვნახოთ, ერთი ეროვნული და ორი საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ამ თაღლითების მხილების შემდეგ, თუ დაიტოვებენ წევრებად, თუ დადასტურდება საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ALDE-ს წევრობა, უბრალოდ, იყიდეს.
ჩვენ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან”,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი