"რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელსა და ნინო დათაშვილს მიმართავს და ამბობს, რომ “რეჟიმი მათ წინაშე გაშიშვლდა”.
მისივე თქმით, საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი გამარჯვებულნი არიან, “რეჟიმი კი - უსუსური”.
“მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი…
რეჟიმი თქვენ წინაშე სრულიად გაშიშვლდა. და გაშიშვლდნენ ის ადამიანები, ვისაც ამის გამართლებაც შეუძლიათ და არც ცხვენიათ. ვინც ვერ ბედავს ელემენტარული თანაგრძნობის გამოხატვას..
და ვისაც დღეს შეუძლია ეს უსამართლობა არ შეიმჩნიოს. არ შეიმჩნიოს, თუ როგორ ცდილობს რეჟიმი ორი ქალი გატეხოს: ერთს სთხოვს დანაშაულის აღიარებას, მეორეს უსასტიკეს არაადამიანურ სასჯელს უმზადებს.
მაგრამ საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს, მზია და ნინო გამარჯვებულნი არიან და რეჟიმი კი უსუსური”,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"