“2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ რუსული ჯარი შემოსული იყო” -მიხეილ ყაველაშვილი
„2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ რუსული ჯარი შემოსული იყო?! არქივს ვერ წაშლით! – თქვენ ან სიმართლის აღიარება მოგიწევთ ან საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას დაემორჩილებით!“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ დაღუპულთა დიდებას იცავს, მაგრამ ვინც დანაშაული ჩაიდინა, მათ უკან ვერ ამოეფარება.
“2008 წლის აგვისტოს დღეები გახსოვთ? 7 აგვისტო გახსოვთ? მაშინ მაშინდელი ხელისუფლება რას საუბრობდა? 7 და 8 აგვისტოს საუბრობდნენ, რომ რუსეთი შემოვიდა? არის არქივი, თუ რა გააკეთეს!
რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი შემოსული იყო? ომის შემდეგ არ იყო რუსეთს 30 სტრატეგიული ობიექტი რომ მიყიდეს? მაშინ არ იყო რუსეთი დამნაშავე მაშინდელი პრეზიდენტი ლარსთან რუს ტურისტებს რომ ელოდებოდა?!
ჩვენ საქართველოს არ ვაბრალებთ [ომის დაწყებას]. ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ. ჩვენ ვიცავთ დაღუპულთა დიდებას, მაგრამ ვინც დანაშაული ჩაიდინა, მათ უკან ვერ ამოეფარება. თურმე რუსეთი 7 აგვისტოს შემოვიდა, ეს საზოგადოებას არ უთხრეს და პირდაპირ მანევრები დაიწყეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
სიახლეები
- საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
- ,,შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ"- მეუფე ნიკოლოზი
- ,,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ” – აშშ-ის საელჩო
- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება