მიხეილ ყაველაშვილი ანკარას ეწვევა
მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარას ეწვევა.
„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს, გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარასელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
- ,,შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ"- მეუფე ნიკოლოზი
- ,,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ” – აშშ-ის საელჩო
- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება