“ეს არის ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა” - კახა კალაძე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე
„ეს არის ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ დაყენებული პირობების შესრულების ვადის 31 აგვისტოს ამოწურვის თაობაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა განცხადება იმის შესახებ, თითქოს ისინი ზრუნავენ ქართველ ხალხზე, ყალბია და ისინი თავიანთ ინტერესებს ემსახურებიან.
„ეს არის უბრალოდ ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა. თქვენ არ გეგონოთ, მათ რაიმე კარგი ინტერესი აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, აბსოლუტურად ყველა არის ყალბი. თითქოსდა, გაგიჟებულები არიან საქართველოზე და ზრუნავენ ქართველ ხალხზე. არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. თუ მართლაც ნამდვილი მეგობრები არიან, მაშინ არ მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციებს მიერთებოდა ქვეყანა, ამაზე რეზოლუციებს არ მიიღებდნენ და კაბინეტებში პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის შანტაჟი არ იქნებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დიდ სახელმწიფოებს აქვთ თავიანთი ინტერესები და საქართველომ უნდა გააგრძელოს პრაგმატული პოლიტიკა.
„მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ესეც გასაგებია. პოლიტიკაა, დიდი ქვეყნებია, თავიანთი ინტერესები აქვთ, მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს ჭკუა – არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა გამოყენებული იყოს რომელიღაცა დიდი ქვეყნის ინტერესებისთვის. შესაბამისად, უნდა გაგრძელდეს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე