ამ გვერდის ამობედვა

“როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება, ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს – ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს და ვერც პროგრესს” - მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე

როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გაჭიანურდება. ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო სამზადისთან დაკავშირებით შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, აგენტურას მითითება მიეცა, რომ „ნაცმოძრაობას“ აღარ ჰქონდა შანსი არჩევნებში გამარჯვებისა, შესაბამისად იმედი აქვთ, რომ ახლა სხვა პარტიები გაიყიდებიან „არანაცებად“ და „არააგენტურებად“.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც თვეების წინ, დაახლოებით 1 წლის წინ ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, უთხრეს და რამდენიმე თვეში მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში გადაიქცა მეოთხე – მეხუთე ადგილოსან პარტიად. შეუმცირეს დაფინანსება, სხვას მოუმატეს დაფინანსება, სხვა გახდა დომინანტი იმის იმედით, რომ ისინი „ნაცებად“ არ აღიქმებიან. ვიღაცამ გაიდლაინები დაულაგა და მითითებები მისცა აგენტურას, რომ, „ნაცმოძრაობა“ და „ნაცები“ იმდენად დისკრედიტირებულები არიან, რომ მათ გამარჯვების შანსი აღარასოდეს აქვთ და იქნება ახლა სხვა პარტიები გაიყიდონ „არანაცებად“ და „არააგენტურებად“,  მაგრამ „ნაცობა“ ამ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური კუთვნილების აღმნიშვნელი სიტყვა, „ნაცობა“ არის აგენტობის და სხვისი მსახურების აღმნიშვნელი სიტყვა და როდესაც, ჩვენ ვიღაცას „ნაცს“ ვუწოდებთ ხოლმე, ეს არის უკვე სიმბოლოდ ქცეული ტერმინი, რომელიც არის სიმბოლო – მკვლელობის, გაუპატიურების, ძალადობის, უსამართლობის და სხვისი დავალების შესრულების“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ვერ უზრუნველყოფს, ვერც სინათლეს და ვერც პროგრესს.

 

„ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს და ვერც პროგრესს. ისინი უზრუნველყოფენ ყველაფერს ცუდს, რაც ამ სიტყვასთან და აგენტობასთან ასოცირდება, იმიტომ რომ როდესაც არ ემსახურები შენს ქვეყანას, ყველაფერ ცუდს იკადრებ, იმიტომ რომ ეს უკვე გაკეთებული გაქვს სხვისი მსახურებით“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წაკითხვა 140 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 18 2025

სიახლეები