“რევოლუცია აქ არ მოხდება, გამორიცხულია” - ირაკლი ზარქუა
“ცნობილი ხდება, რომ თურმე კვლავინდებურად ამ უსამშობლოების პატრონები ჩვენს ახალგაზრდებს უკვე უცხო ქვეყანაში აფინანსებენ, რათა დანაშაულში თავი მორიგ ჯერზე გააყოფინონ, შეცდომაში შეიყვანონ და ეს ახალგაზრდები გამოყენებული იყვნენ უსამშობლოების ინტერესებისთვის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დაიცავს კანონს და რეაგირებას მოახდენს ყველა სამართალდარღვევაზე.
“თურმე ლიეტუვაში ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან ფინანსდება ჩვენი ახალგაზრდების გადამზადება ისევ ქუჩის აქციებისთვის, ისევ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებებზე შტურმისა და პოლიციასთან შეტაკებისთვის. ჩვენ ამის შესახებ მშობლებს ვაფრთხილებდით. იტყუებიან, თითქოს ტრენინგებს უტარებენ, სინამდვილეში ამ საფარქვეშ ისინი ამზადებენ ისევ და ისევ მოძალადეებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც თავი უნდა შეუშვირონ ცეცხლით, მახვილით და, არ გამოვრიცხავ, “მოლოტოვის კოქტეილებით“. ჩვენ გასულ წელსაც ვაფრთხილებდით მშობლებს და შედეგი მივიღეთ. ხომ ვნახეთ, მშობლები, რომლებიც გარეთ დგანან და ტირიან. არავის გვიხარია, როდესაც მათი შვილები ასეთ დღეში არიან, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს. სახელმწიფოს ნუ აიძულებთ, რომ თქვენს შვილებზეც ანალოგიური რეაგირება მოახდინოს. რევოლუცია აქ არ მოხდება, გამორიცხულია. ამის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ამ უსამშობლოების პატრონები უტიფრად იყენებენ ახალგაზრდებს. მოიკითხეთ, თქვენი შვილები სად არიან, ვინ ამზადებენ და რისთვის ამზადებენ, მერე გვიანი იქნება”, – განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- “ხაზარაძე ვირტუალურ არაბ ურდოებს რომ ებრძვის, ამაზე სევდიანი მარტო არაჟნის კონტეინერით შემოგელვებული და “ჯღან უცხოელებთან” მებრძოლი მიშა იყო” - თამარ ჩერგოლეიშვილი
 - “ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ახლა სურთ, რომ EMAAR-ის გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი” - წილოსანი “ლელოზე”
 - 138 დრონი და 12 რაკეტა - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს
 - „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი კატარში ელჩად ინიშნება
 - მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს