“არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც სიძულვილია, მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის” დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის” დაბრუნებისთვის” - პრემიერი
2022 წელს ჩვენ ვთქვით უარი ომში ჩართვაზე და ამის შემდეგ დაიწყო აბსოლუტურად გაუგონარი შანტაჟი, ჯერ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ამის შემდეგ უკვე მერამდენედ აღიარეს, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მიუხედავად, მოლდოვას, ბოსნიას და სხვა ქვეყნებს მისცეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს – არა.
„გასაგებია, რაშიც არის საქმე. ჩვენ ვთქვით უარი მოთხოვნის შესრულებაზე და ამის შემდეგ დაიწყეს ევროპული ბიუროკრატიის გამოყენება შანტაჟისთვის ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხაროა. არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც არის სიძულვილი და თქვენ ხედავთ, რომ ამასთან ხდება დღეს ევროპული ბიუროკრატიის ასოცირება. მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის” დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, რომ გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის” დაბრუნებისთვის. არ შეიძლება, ასეთ რაღაცებთან ასოცირდებოდეს ევროკავშირი ქართველი ხალხის აღქმაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე