ამ გვერდის ამობედვა

გახარიასა და ხაზარაძის პარტიებმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

ორმა დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ [„ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“], - რომლებიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული, - თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. 

 

თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატი იქნება, მათგან 25 მაჟორიტარული წესით აირჩევა, 25 კი პროპორციული წესით. 25 მაჟორიტარული ოლქიდან 13-ში კანდიდატი „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ დაასახელა, დარჩენილ 12-ში კი პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“.

 

მაჟორიტარობის კანდიდატები „ლელო - ძლიერი საქართველოდან“:

 

  • მთაწმინდა - ლანა გალდავა;
  • ვაკე - ტრადიციული ნაწილი - ვახტანგ სურგულაძე;
  • საბურთალო - ვეძისი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა - რამაზ მანდარია;
  • კრწანისი - თამარ ბოტკოველი;
  • ისანი - ვაზისუბანი - გიორგი სიორიძე;
  • სამგორი - ვარკეთილი - ნინო ქათამაძე;
  • სამგორი - მე-3 მასივი, ზემო პლატო - გულიკო ზუმბაძე;
  • დიდუბე - წერეთელი - ბექა ბერიძიშვილი;
  • ნაძალადევი ნახალოვკა - ნიკა ჩერქეზიშვილი;
  • ნაძალადევი - სანზონა - ქეთევან თურაზაშვილი;
  • გლდანი - ავჭალა, ზაჰესი - გიორგი რეხვიაშვილი;
  • გლდანი (კენტი მიკროები) - ჯუბა ლოლაძე;
  • გლდანი - მუხიანი - გრიგოლ გეგელია.

მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“:

 

  • ზემო ვაკის ოლქი - ზაზა თავაძე;
  • კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქი - სალომე კობალაძე;
  • დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღმის ოლქი - როინ ქოჩორაშვილი;
  • ავლაბრის ოლქი - სოფო ხორგუანი;
  • ნავთლუღის ოლქი - ვიკა ფილფანი;
  • ქვემო სამგორის ოლქი - გიგა კაცია;
  • ზღვის უბნის ოლქი - ეკა უდესიანი;
  • ლილოსა და ორხევის ოლქი - დაჯი კოვზირიძე;
  • ჩუღურეთის ოლქი - რუსუდან თევზაძე;
  • გლდანის (ლუწი მიკროები) ოლქი - კოკა კობალაძე;
  • ლოტკინის ოლქი - ფიქრია გოგოლაძე;
  • დიღმის ოლქი - გიორგი შარაშიძე.

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს, რომლის მიხედვითაც საერთო კანდიდატებზე უნდა შეჯერდნენ - ასეთი კანდიდატია ირაკლი კუპრაძე.

 

ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.

 

მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.

წაკითხვა 190 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 26 2025

სიახლეები