“საკუთარ ხალხს, რწმენას როცა დაივიწყებ, სხვა ქვეყნის ლიდერების ხელში ხდები მარიონეტი” - ირაკლი ზარქუა
„ღირსება, თავმოყვარეობა, პრინციპი როცა არ გაქვს, ქართველი კაცისთვის მიუღებელი ხარ. საკუთარ ხალხს და რწმენას როცა დაივიწყებ, სხვა ქვეყნის ლიდერების ხელში ხდები მარიონეტი. რადიკალებს სწორედ ეს დაემართათ,“ – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტრადიკალიზმი ჩაირეცხება და ეს რადიკალებიც ამას გაჰყვებიან.
„ამათი სტილია, ოპონენტი უშვერი სიტყვებით მოიხსენიო, ხელი დაარტყა და რამდენიმე დღეში, გვერდით დაუჯდე, ძმობა შეჰფიცო. ამათი ხელწერაა უთავმოყვარეობა და უპრინციპობა. რატომ? – განა, თვითონ ვერ გრძნობენ და არ იციან, რომ ასეთი მიდგომა ქართველი კაცისთვის მიუღებელია, მაგრამ პატრონებისგან, დამფინანსებლებისგან ასეთი დაკვეთა აქვთ. ვის რა ძალა აქვს, რომ ამ დაკვეთებს წინააღმდეგობა გაუწიოს? – რადიკალებში კინტო, ელისაშვილი გვყავს. ჯერ „ნაცებს“ აგინებდა, ასეთი სიტყვები გაგონილი არ მქონდა, შემდეგ ჩაეხუტა და ბოდიში მოიხადა. ხაზარაძეს ეთერში აგინა და დღეს ძმობას ეფიცება. ჩვენთანაც არაერთხელ აქვს ბოდიში მოხდილი, მათ შორის პარლამენტში შემოსვლა-არშემოსვლაზე. სვანეთსაც შევახსენებ – სუფრაზე თქვა, ასეთი ვარო. ამას მისი მეგობარი ლევან იოსელიანიც ესწრებოდა. ასეთი კაცების ოპოზიცია გვყავს. ღირსება, თავმოყვარეობა, პრინციპი როცა არ გაქვს, ქართველი კაცისთვის მიუღებელი ხარ. საკუთარ ხალხს და რწმენას როცა დაივიწყებ, სხვა ქვეყნის ლიდერების ხელში ხდები მარიონეტი. რადიკალებს სწორედ ეს დაემართათ. განა, არ იციან, რომ მიუღებელ საქმეს აკეთებენ. პოლიტრადიკალიზმი ჩაირეცხება და ეს რადიკალებიც ამას გაჰყვებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- “რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ” - ირაკლი ზარქუა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
- “ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას; დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება” - პრემიერი
- “გამუდმებით ერთი სცენარია - „მე ამასთან არ დავჯდები, მე უფრო ჭკვიანი და ლამაზი ვარ“, გამოსავალი მარტივია: ინიციატივა აიღოს ხალხმა და ხალხი გავერთიანდეთ!” - ლევან ხაბეიშვილი
- “წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი ადამიანი შეადგინა” – საქსტატი