ამ გვერდის ამობედვა

თბილისში „გირჩის“ მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება

„გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინეს. მერობის კანდიდატი ჰერმან საბომ დაასახელა, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პრაიმერიზის შედეგად მიიღეს.

გარდა ამისა, ჰერმან საბომ თბილისის საკრებულოს წევრობის სამი კანდიდატიც დაასახელა – დათო ფანჯაკიძე; გიორგი გვენეტაძე; ეკა ონიანი.

თავის მხრივ, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და ვიცე-მერობის კანდიდატი სანდრო რაქვიაშვილი იქნება.

წაკითხვა 447 ჯერ