“იმდენად კომიკური გახდა “ნაცმოძრაობის” ფილიალებში დაპირისპირება, რომ სერიოზულ კომენტარსაც კი ვეღარ გააკეთებ” – მაჭარაშვილი
“იმდენად კომიკური გახდა “ნაცმოძრაობის” ფილიალებში დაპირისპირება, რომ სერიოზულ კომენტარსაც კი ვეღარ გააკეთებ”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“დიდი რვიანის” პრობლემა ტრამპმა დააყენა მსოფლიოში, რომ “დიდ შვიდიანს” ერთი სახელმწიფო – რუსეთი მივუმატოთო. ახლა საქართველოში დადგა კრიზისი ე.წ. რვიანის დაშლის, აქ უკვე ცენტრში არიან ბოკუჩავა და ჩერგოლეიშვილი. სერიოზული “პრობლემა” და “გამოწვევა” აქვს მსოფლიოს, საქართველოში ეს “დიდი რვიანი” დაიშლება და გახდება “დიდი შვიდიანი”?.. ეს არის ის ტრაგიკომიკური სიტუაცია და სურათი, რაც შეიძლება თქვა ე.წ. ბოიკოტთან დაკავშირებით,” – აღნიშნავს მაჭარაშვილი.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს