პარლამენტი 2 და 3 სექტემბერს ორ პლენარულ სხდომას გამართავს და ამის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებამდე პლენარული სხდომების მხრივ ერთთვიან პაუზას აიღებს
პარლამენტი მიმდინარე კვირას - 2 და 3 სექტემბერს ორ პლენარულ სხდომას გამართავს და ამის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობისარჩევნებამდე პლენარული სხდომების მხრივ ერთთვიან პაუზას აიღებს.
კანონმდებლობის გათვალისწინებით, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პლენარული სხდომები არ იმართება. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაბიუროს სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება საკომიტეტო სხდომები ჩატარდეს.
„თუ საჭირო იქნება პლენარული სხდომა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიმართოს, თუმცა იმისთვის, რომ კოლეგებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ, პლენარული სხდომები სექტემბრის თვეში არ გაიმართება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
2 სექტემბერს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას გახსნის.
მიმდინარე კვირის ორდღიანი მუშაობის გრაფიკი კი ასეთია: - პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავს, სუს-ის ხელმძღვანელს აირჩევს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს და რამდენიმე მიმდინარე კანონპროექტს განიხილავს.
სიახლეები
- საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
- ,,შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ"- მეუფე ნიკოლოზი
- ,,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ” – აშშ-ის საელჩო
- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება