“საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა, გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ გამოყენებას, თუ ვერა, პირდაპირ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ გარემოსთან, რაც შეიქმნება მუნიციპალური არჩევნების შემდეგ” - გიორგი გახარია
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის 12-მა წევრმა საქართველოს პარლამენტში მანდატებით ისარგებლოს, თუმცა აცხადებს, რომ „ეს პირდაპირ დაკავშირებული იქნება“ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან.
გახარიამ ისაუბრა „გახარია საქართველოსთვის“ მანდატშეწყვეტილი 12 დეპუტატის ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებაზე, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს და თქვა, რომ „დღევანდელი მოცემულობით პოლიტიკურ ბოიკოტში არაფერი შეცვლილა”, თუმცა დაამატა, რომ თუ რაიმე შეიცვალა, ამაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო, დიდი ალბათობით, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ.
გახარიამ განაცხადა, რომ დღეის მონაცემებით, პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით არ ცვლიან პოზიციას, რადგან „ამის დრო“ არ არის.
„დღევანდელი მოცემულობით დღეს, პოლიტიკურ ბოიკოტში არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ უბრალოდ, დღეს, ძალიან აქტიურად ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ამისთვის არ გვცალია. ამიტომ, გადაწყვეტილება, თუ რაიმე შეიცვალა პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით, ამ 12 მანდატთან დაკავშირებით, ამაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო, დიდი ალბათობით, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ და ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო, პირველ რიგში გაიგებთ თქვენ.
დღეის მონაცემებით, პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით ჩვენ უბრალოდ არ ვცვლით პოზიციას, იმიტომ, რომ ამის დრო არ არის. ახლა ყველანი ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის, ქვეყნის მომავლისთვისაც”, - განცხადა გახარიამ.
ამის შემდეგ გახარიას წამყვანმა ჰკითხა: „ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გამორიცხავთ, რომ თქვენი გუნდის მომდევნო 12-მა წევრმა ამ მანდატებით ისარგებლოს, როცა ჩათვლით, რომ ამის დრო დადგა - ახლა არ თვლით, მაგრამ არ გამორიცხავთ“, რაზეც გახარიამ თქვა, რომ არაფერს გამორიცხავს.
„არაფერს არ გამოვრიცხავ. ამასთან, ერთად ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს პირდაპირ იქნება დაკავშირებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც იქნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ”, - აღნიშნა გახარიამ და დასძინა, რომ ნიუანსებში და დეტალებში ვერ შევა.
გახარიას თქმით, საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება იყო შეცდომა.
"ბოიკოტი არ არის დაკავშირებული საპარლამენტო შედეგებთან. მე, დღეს, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება, ეს იყო შეცდომა. ჩვენ, ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ ამის გამოყენებას, თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ", - ამბობს გიორგი გახარია.
სიახლეები
- “ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ჩვენს პარტიას შეუძლია, ქვეყნის მასშტაბით ბევრად გადააჭარბოს 60%-იან მაჩვენებელს, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია” - ირაკლი კობახიძე
- “უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერი გასაკვირი არ არის” - გახარია
- კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა
- “ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნა ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ძლიერია და გაურკვეველი დაფინანსების წყაროები შეუქმნა, ხოლო დღეს ქმნის ილუზიას, თითქოს, რევოლუციის თავი ჰქონდეს” - გიორგი გახარია
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პოზიციაზე კონკურსს აცხადებს