“გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ამ ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს” - ნინო წილოსანი
“გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ამ ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს – პროცესები ისე ვითარდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მათი პარლამენტში შემოსვლა საკმაოდ ბუნებრივად მოხდება, “- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები წესების დაცვით ჩატარდა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც აპირებს, რომ პოლიტიკაში დარჩეს, საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა მონაწილეობდეს.
„გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ამ ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს. ეს მას და მის პოლიტიკურ ჯგუფს კარგად აღწერს. რაც შეეხება პარლამენტში შემოსვლას, მათი მხრიდან სიების არ ჩახსნა და ფარული სურვილი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ, შესაძლოა, ლოგიკურიც ყოფილიყო, რადგან საპარლამენტო არჩევნები წესების დაცვით ჩატარდა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც აპირებს, რომ პოლიტიკაში დარჩეს, საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა მონაწილეობდეს. მეორე მხრივ, იმ ზეწოლას ვერ გაუძლეს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში არსებობდა და ერთმანეთის წამხედურობით პარლამენტში შემოსვლა ვერცერთმა ვერ გაბედა. პროცესები ისე ვითარდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მათი პარლამენტში შემოსვლა საკმაოდ ბუნებრივად მოხდება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის 12-მა წევრმა საქართველოს პარლამენტში მანდატებით ისარგებლოს, თუმცა აცხადებს, რომ „ეს პირდაპირ დაკავშირებული იქნება“ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე