“ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები” - მამუკა მდინარაძე
“ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები,” – ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ პრეტენზია განაცხადა იმაზე, რომ იყოს სუვერენული ქვეყანა, შესაბამისად ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეუძლებელია აღნიშნულ მიზანთან მიახლოებაც კი.
„ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. ბუნებრივი ამბავია, ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ და ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში პრეტენზია განვაცხადეთ იამზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურების გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ რადგან ეს დაბეჯითებით, მკაფიოდ ვთქვით მთელი მსოფლიოს წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდის ხალხისგან იქნება მთავარი და არის ის, რომ ამ ქვეყანას შესატყვისი ამ მიზანთან და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ჰყავდეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. მდინარაძეს კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს. მის კანდიდატურას მხარი პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი ყოფილა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე