“სიტყვა “დამხობა” არ შეიძლება, მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს” – მდინარაძე
“სიტყვა “დამხობა” არ შეიძლება, მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს”, – ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობიანი დამხობა დაახლოებით ისეთი ოქსიმორონიაა, როგორც კეთილი სააკაშვილი.
“ასეთი ხალხის და ასეთ განცხადებებზე კომენტარის სერიოზულად გაკეთება არ შეიძლება. დღეს ეს არ არის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ერთადერთი, მართლაც შეეცდებიან პატარა ტურბულენციას. ჩვენი სამსახური იმისთვის არსებობს, რომ ასეთი პატარ-პატარა ტურბულენტობები ქვეყანამ თავიდან აიცილოს. არ არის საფრთხე, რომ რაღაც სერიოზული გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს, საფრთხეა მაქსიმუმ იმისა, მცირედით არ დააზიანონ ეკონომიკა, არ გაანერვიულონ ადამიანები. სიტყვა დამხობა არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს. სიტყვის მნიშვნელობაც უნდა გაითვალისწინონ, როცა ლაპარაკობენ. მე, როგორც იურისტი, ამას ყურადღებას იმდენად არ მივაქცევდი, როგორც ხალხის სხვა განცხადებებს, სადაც უფრო აშკარად შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები. აქედან გამომდინარე, ეს უკვე სამომავლო საქმეა. ამ მიმართულებით კვალიფიკაციებთან დაკავშირებით რაიმე გადაჭარბებულ შეფასებებს არ ვაპირებთ, თუმცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რომ სახელმწიფომ იმუშაოს გამართულად, ვიღაცას არ ჰქონდეს საშუალება, პატარ-პატარა ტურბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს