“ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია” - ლევან ხაბეიშვილი
ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის გუშინ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ „4 ოქტომბერი გამარჯვების დღეა“.
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას... ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე, ცდილობდნენ დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“… ანწუხელიძის სულში ჩამფურთხებლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი - შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა... ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს, სახეზე ნეგატივად გამოესახა... 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე! ყველა ქუჩაში! დროშები!” - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ ღონისძიების დატოვება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონებო, მონებო!“, „რუსებო, რუსებო!“. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც „ქართული ოცნების“ წევრ ბექა ოდიშარიასა და აქციის მონაწილეებს შორის.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე