ამ გვერდის ამობედვა

“ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია” - ბადრი ჯაფარიძე არჩევნებში მონაწილეობაზე

“პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონვის შემდგომ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია. ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს, შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით, “- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციის იმ ლიდერებისგან მოწოდების საპასუხოდ, რომლებიც “ლელოს” მოუწოდებენ, არ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.

ჯაფარიძის თქმით, „ლელო“ ვერ გაუწბილებს იმედს ოპოზიციის იმ ამომრჩეველს, რომელიც 4 ოქტომბერს არჩევნებზე მივა.

 

“მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს – ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველა ადამიანს აქვს უფლება ბოიკოტის, ამას ვერავინ ვერავის ვერ დაუშლის, მაგრამ ამავდროულად, იმ ასიათასობით ადამიანს, ოპოზიციონერ ამომრჩეველს, რომელიც მოვა 4 ოქტომბერს არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გავუწბილოთ. მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, რომელმაც პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

წაკითხვა 360 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 05 2025