“იმდენად აგრესიული დაჯგუფებაა, რომ მზად არიან ერთმანეთი დაჭამონ” - ნინო წილოსანი ოპოზიციაზე
ესენი იმდენად აგრესიული დაჯგუფებაა, რომ მზად არიან ერთმანეთი დაჭამონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
ნინო წილოსანმა მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი პრეზიდენტის მხრიდან გონივრული გადაწყვეტილება იყო.
„რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარდებს, ეს არის ის, რომ მთლიანი ოპოზიციური ამომრჩეველი გარკვეულწილად ახლა უკვე „ლელო“-გახარიაზეა მიბმული, რაც ერთი მხრივ ამათ ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა“, სრული განულებისკენ მიჰყავს.
ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ არჩევნები რაიმე ფორმით დისკრედიტირდეს, მათ შორის ის ფაქტი, რომ „ლელოს“ ლიდერები, სწორედ მათი გააზრებული მოქმედების შედეგად ისხდნენ საპატიმროში, ეს ფაქტიც არ ყოფილიყო გამოყენებული ამისთვის, არც შიდა და არც საერთაშორისო სპეკულაციებისთვის, ამიტომ ეს იყო ერთი მხრივ ჰუმანური, მაგრამ ამავდროულად ძალიან გონივრული გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე