“არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ; ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს” - კახა კალაძე
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა დედაქალაქში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, მოსახლეობას გააცნო სამოქმედო გეგმა.
მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე.
„მეგობრებო, თქვენ კარგად იცით, რომ არასდროს გაგვიწყვეტია კავშირი მოსახლეობასთან, რადგან ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე, ვინც გვანდო ქვეყნის და ქალაქის ბედი. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანია დავიწყეთ ადრიანად, რათა ყველასთან მივსულიყავით, მიგვეტანა ჩვენი სათქმელი, გაგვეზიარებინა სამომავლო გეგმები, მოგვესმინა თქვენთვის. ყველა ხედავს, როგორი მუდმივი რყევების და ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის ქვეშ გვიწევს ცხოვრება. ის რაზეც „ქართული ოცნება” ბოლო წლებია ხმამაღლა და დაუფარავად საუბრობდა, დღეს მსოფლიოსთვის გახდა ცხადი. გჯეროდეთ, არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას გვმართოს და დაგვიმონოს. ამისთვის არ უბრძოლიათ ჩვენ გმირ წინაპრებს, მათ სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა. ჩვენი ვალია დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი იდენტობა, რწმენა და კულტურა. ამის საფუძველს გვაძლევს თქვენი მხარდაჭერა, ჩვენი ერთიანობა,”- განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.
სამგორის რაიონის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე