“ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხქვეშ გათელეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა – ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ” - კახა კალაძე ოპოზიციაზე
„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის დასკვნა საერთოდ ფეხქვეშ გათელეს და გადაუარეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა. დღეს კი, პირიქით, მოგვიწოდებდნენ, ეუთო/ოდირი მოგვეწვია. ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, ზოგადად“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციის განცხადებების მიუხედავად, დღემდე ამის არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
„გვახსოვს, თუ რა დამოკიდებულება იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წარმოუდგენელი ზეწოლა, წარმოუდგენელი შეურაცხყოფა იყო, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ამ აგენტების მხრიდან, ზოგადად, ქვეყნის გარეთაც, საიდანაც იმართებოდა ეს პროცესები. დასკვნას თავი დავანებოთ, იყო საუბარი გაყალბებაზე, ათასი უაზრო რაღაც მოიფიქრეს და დღემდე ერთი ფაქტი, ერთი კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ვერავინ.
ეუთო/ოდირის დასკვნა საერთოდ ფეხქვეშ გათელეს და გადაუარეს. შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა. დღეს პირიქით მოგვიწოდებდნენ, რომ ეუთო/ოდირი მოგვეწვია და ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, ზოგადად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ეუთო/ოდირის მისიის მოწვევასთან დაკავშირებით და წარსული და არსებული მდგომარეობა შეაფასა.
მისივე თქმით, ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ ხდება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, თუმცა რაიმე კითხვები რომ არ იყოს, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე