“ბოიკოტში რომ ხარ, ხელფასი მაინც გერიცხება; მათი მცდელობა და ტაქტიკაა, მანდატი მოიპოვონ” - ზარქუა გახარიას პარტიაზე
“გახარიას პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ამის შემდეგ მოლოდინი გვაქვს, რომ გახარიას მიმდევრები პარლამენტში შემობრძანდებიან. შემდეგ ბოიკოტს დაარქმევენ”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ბოიკოტში რომ ხარ, ხელფასი მაინც გერიცხება. მათი მცდელობა და ტაქტიკაა, მანდატი მოიპოვონ – როცა დასჭირდებათ შემოვლენ, როცა გაბრაზებული იქნებიან, გარეთ დადგებიან. ეს იწილო-ბიწილო ნაცნობია. ამას ურჩევნიათ, კაცურად თქვან, რომ ვერ მოვახდინეთ რევოლუცია, ვერ ამოვატრიალეთ ქვეყანა, უსამშობლოებთან ერთად მმართველ პარტიას და ქართველ ხალხს ვერაფერი ვუქენით და მოდით, დავნებდეთ, პარლამენტში შევიდეთო. ეს უფრო ადამიანური და ლოგიკური იქნება. ახლა ერთი ნაწილი რევოლუციას გვიწყობს, მეორე – არჩევნებში მონაწილეობს. ამ იწილო-ბიწილოში თვითონ არიან შესული, ჩვენ არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს