ამ გვერდის ამობედვა

“საქართველოში ვითარება უკიდურესად რთულია - „ქართული ოცნება“ სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა” - სალომე ზურაბიშვილი

“ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა. “ქართული ოცნების” საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტიამერიკული ტონი გაიჩინეს, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე სახელწოდებით: „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაგანაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან.

 

“არ მინდა, საქართველოში ვითარების აღწერაზე საუბარი. ყველამ ვიცით და ფართოდ აღიწერება ასევე, მედიაში, რომ ვითარება უკიდურესად რთულია ყველა - დემოკრატიული უფლებების, თავისუფლებების და ადამიანების მდგომარეობის - მხრივ. მე დღეს, აქ, იმ ხალხსაც წარმოვადგენ, რომლებიც ციხეში არიან და, შეიძლება, სიმბოლურად, მსურს ვახსენო მზია ამაღლობელი - ჟურნალისტი ქალი, რომელიც ციხეში ზის სრულიად უმიზეზოდ…

 

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო სტრატეგიული გამარჯვება იყო აშშ-ისთვის რუსეთზე, თან მშვიდობიანი. მას შემდეგ, რაც რუსეთი ერთ საუკუნეზე მეტხანს ცდილობდა კავკასიისა და, შესაბამისად, ცენტრალური აზიის თავის ექსკლუზიურ დომინაციაში დატოვებას, ამერიკა სრულფასოვანი აქტორი გახდა რეგიონში, რამაც ჩვენი ხალხი შთააგონა და ახალი სტანდარტები განსაზღვრა.

 

დღეს პირველად სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას. საკუთარი თავისა და ქვეყნის დისტანცირებას და იზოლირებას ახდენს სანდო პარტნიორისგან და, ამავდროულად, სულ უფრო თანხვედრაში ხდება აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან. რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღსადგენად.

 

“ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა. “ქართული ოცნების” საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტიამერიკული ტონი გაიჩინეს. საჯარო თავდასხმები აშშ-ის წარმომადგენლებზე - ვფიქრობ, ელჩი, რომელიც ჩემს უკან ზის, დამეთანხმება. ამერიკულ პოლიტიკაზე - აშშ-ის მოსკოვის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნისკენ მოწოდებებს აბრალებენ. თავდასხმები პრეზიდენტ ტრამპზე პერსონალურად და მის ადმინისტრაციაზე.

 

პარალელურად, “ქართული ოცნების” ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან - აკოპირებენ რუსეთის ლიდერების რიტორიკას; ჩინეთთან - ანაკლია, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდედ; უვიზო - ჩინეთთან და ირანთან”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 125 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 11 2025

სიახლეები