“საქართველოში თურმე პოლიციელს სილაც უნდა გააწნა და „მოლოტოვის კოქტეილიც” ესროლო, ხოლო დასავლეთში პოლიციელს არ უნდა შეეხო, თორემ მოგკლავენ – ეს რანაირი დემოკრატიაა?’ - გურამ მაჭარაშვილი
„საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ათი თვის წინ ჭკუას გვასწავლიდა, რომ საქართველოში პოლიციამ არაპროპორციული ძალა არ გამოიყენოსო და ამ ფონზე, საფრანგეთის აქციებზე ვნახეთ: მხუთავი აირის გამოყენება, ადამიანების ხელკეტებით ცემა და რეზინის ტყვიები, ბოლო ინფორმაციით კი, 500-მდე ადამიანია დაკავებული და მათზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული”, – ამის შესახებ მედიასთან, „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს იმ ორმაგ სტანდარტს, რასაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი საქართველოსთან მიმართებით იყენებს.
„აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპსაც რომ თავი დავანებოთ, რომელმაც პირდაპირ თქვა – ვინც შეეხება პოლიციელს, მის ოჯახს დეპეშას გავუგზავნით, რომ გვამი მიიღოს სახლშიო, ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაიდენმაც განაცხადა, რომ ძალადობრივ აქციას კანონი არ იცავს, კანონი მხოლოდ მშვიდობიან აქციას ეხებაო.
გერმანიაში კი შს მინისტრმა პირდაპირ მოითხოვა, რომ ხუთი წლიდან შვიდ წლამდე გაეზარდათ ძალადობრივ აქციებზე დაკავებულთათვის სასჯელი. შესაბამისად, აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში და ა.შ., პოლიციელი დაცულია.
საქართველოში თურმე პოლიციელს სილაც უნდა გააწნა, ქვა და „მოლოტოვის კოქტეილიც” ესროლო, დააზიანო და ეს თურმე გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, ხოლო გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში თუ აშშ-ში პოლიციელს არ უნდა შეეხო, თორემ ასეთ ადამიანს მოკლავენ და ოჯახს გვამს მიუტანენ – ეს რანაირი დემოკრატიაა? თუ ფრანგული, გერმანული და ამერიკული დემოკრატია სხვანაირად დაიწერა და ქართული – სხვანაირად? ზუსტად ამ ორმაგ სტანდარტს ხედავს ხალხი”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- “მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია” - პაატა იმნაძე
- ,,თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო პატრულს?! მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური” – თაკო ჩარკვიანი
- “ჭრილობა არის მძიმე ხარისხის, მას შეეძლო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის დაყენება” - ლევან რატიანი დაჭრილ სპეცრაზმელზე
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
- ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 34 წლის ზოჰრან მამდანი