“იმან, რაც გადაიტანა ეუთო/ოდირის მისიამ, როდესაც ისინი საქართველოში იყვნენ ჩამოსულები, ფსიქოლოგიური ტერორის დონეზე ასული შეტევა გამოიწვია მათ მიმართ” – ვოლსკი
“იმან, რაც გადაიტანა ეუთო/ოდირის მისიამ, როდესაც ისინი საქართველოში იყვნენ ჩამოსულები, ფსიქოლოგიური ტერორის დონეზე ასული შეტევა გამოიწვია მათ მიმართ”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს.
ის ეუთო/ოდირის უარს, საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოსვლასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“რასაკვირველია, ამ შეტევის მთავარი წარმმართველი ძალა იყო საქართველოშიც, ქართველებიც, რომლებიც დღემდე ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია. რასაკვირველია, არ აწყობთ ეუთოს ჩამოსვლა საქართველოში, ეუთო/ოდირი რომ ჩამოვა საქართველოში, დააზუსტებს, დაადგენს იმას, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება მაღალ დონეზე ორგანიზებით“, – აცხადებს ვოლსკი.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს