“მგონია, რომ 4 ოქტომბრის ამბავი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გაქრობისკენ გადადგმული ნაბიჯია” - იაგო ხვიჩია
მგონია, რომ 4 ოქტომბრის ამბავი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გაქრობისკენ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, სჯერა, რომ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე არაფერი შეიცვლება, რაზეც საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსთხოვს პასუხს.
„ხელისუფლება იმდენად აკონტროლებს ყველაფერს იმ რესურსებით, რა რესურსებიც გააჩნია, თან იმ მოწინააღმდეგის ინტელექტის იმედად, რა ინტელექტიც მათ გააჩნიათ, ვხვდები, რომ არაფერი ჭკვიანური მოფიქრებული არ იქნება. ხედავ სპექტაკლს, რომ ადამიანებმა ყველაფრის მიმართ იმედი დაკარგონ.
მგონია, რომ 4 ოქტომბრის ამბავი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გაქრობისკენ გადადგმული ნაბიჯია. თავადვე დგამენ ამ ნაბიჯს, თავადვე გადადგეს, როდესაც უარი თქვეს მანდატებზე, 5 ნომერზე, საკრებულოში ადგილებზე. მთელს საქართველოში დაკომპლექტებული ჰყავდათ საკრებულოები და ბევრი ნორმალური ადამიანი იყო მათკენ. მე არ ვიძახი ყველაზე, მაგრამ, ბევრი. წარმოიდგინეთ, არის ხალხი, რომლებიც ვერ გადაიბირა „ქოცებმა“, ბრძოლაში არიან. შეიძლება, ჩემთვის მიუღებელ ბრძოლაში, მიუღებელი წესებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმ დასაფასებელია, რომ ეს ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში შენს გვერდზე იყო და შენ ფაქტობრივად, ხელი კარი, წაართვი საკრებულოში ადგილები, რატომ? ვინმეს შეუძლია ახსნას რატომ?
4-ში რომ არაფერი არ მოხდება, მაგ დღეს ხომ მოგთხოვენ პასუხს. იმისთვის, რომ პასუხი მანამდე არ მოგთხოვონ, გასაქცევად და დასამალად იდეალური ადგილი არის ციხე და ზოგჯერ, ციხეში ყოფნა ყველაზე უსაფრთხოა, გააჩნია როგორ იქცევი. მგონია, რომ ასე არის ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსების თუ პოლიტპატიმრებისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
- ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 34 წლის ზოჰრან მამდანი
- ,,ევროპას სხვა მიზნები აქვს და რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული"- გიორგი ვოლსკი
- გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
- აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა