ამ გვერდის ამობედვა

"მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "

ორგანიზაცია „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება საკმაოდ ხისტი, თუმცა, მგონია, რომ პრაგმატული გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება, ექსტრემიზმს ჰქონდეს ასეთი გასაქანი და ჩვენც მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ნაწილში სიმკაცრე საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს.

 

„ამერიკელი აქტივისტის მკვლელობასთან დაკავშირებით ერთნაირი რეაქციები ჰქონდათ ქართველ და ამერიკელ ე.წ. ლიბერალებს – ზიზღი, ფაქტის მოწონება, სიხარულის გამოხატვა, სიცილი ამასთან დაკავშირებით. ახალგაზრდა, 31 წლის კაცი მოკლეს და ადამიანებს, ქართველ ე.წ. ლიბერალებს, ისევე როგორც ამერიკელ ე.წ. ლიბერალებს, ეს ყველაფერი გაუხარდათ. ეს ძალიან შემაშფოთებელია და საქართველოშიც ეს ყველაფერი ინერგება ზუსტად იმავე ძალების მიერ, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ში. ეს არის ე.წ. დიფ სთეითი. ისინი ხელოვნურად ცდილობენ, ჩანერგონ სიძულვილი ქართულ საზოგადოებაში, თუმცა მათი წარმატება არის ძალიან შეზღუდული. რა წარმატებასაც მიაღწიეს და რა მცირე სიძულვილის კერებიც გააჩინეს, ესეც უკვე შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიძულვილის კერები მაქსიმალურად ჩავაქროთ ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ეს საკმაოდ ხისტი, თუმცა, მგონია, რომ პრაგმატული გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება, ექსტრემიზმს ჰქონდეს ასეთი გასაქანი ამა თუ იმ საზოგადოებაში. ჩვენც მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ. ეს სიმკაცრე საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანტიფაშისტური მოძრაობა „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

 

 

წაკითხვა 150 ჯერ