"პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ" - სალომე ზურაბიშვილი
მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების დაბარებას.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ევროპული მომავალი შეუქცევადია და ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, გზა ევროკავშირისკენ გაგრძელდება.
“ქართველი ხალხის სახელით ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ. ჩვენი ევროპული მომავალი შეუქცევადია და გზა ევროკავშირისკენ გაგრძელდება ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, რომელიც მის შეჩერებას ეცდება!”, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "მოსალოდნელია თუ არა შემოდგომაზე მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?!' - ვახტანგ ძაბირაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ივნისიდან
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
- არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება პირველი სექტემბრის ნაცვლად 20 დეკემბრიდან იქნება სავალდებულო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივნისიდან