“აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, გამიმეორა, რომ მიხედავს ამ საკითხს - დამპირდა, რომ დამიკავშირდება” - მიხეილ ყაველაშვილი
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების საკითხს დაუბრუნდება.
„საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი მცირე შეხვედრა. რა თქმა უნდა, მასთან თბილი მისალმება მქონდა. რასაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება, მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, მან გამიმეორა, რომ მიხედავს ამ საკითხს. კიდევ გავუმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დროა ჩვენი ურთიერთობა დაიწყოს, ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სიახლეები
- “ორი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა ემსახურება იმის დადასტურებას, რომ ჩვენმა პარტიებმა შეძლო საზოგადოების დაკვეთის შესრულება, რაც არის შეთანხმება არჩევნებისთვის” - ირაკლი კუპრაძე
- გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ევროპაში ერთმანეთს შეხვდნენ
- “საქართველომ ისეთივე გზა გაიარა ბოლო 13 წელიწადში, როგორც გაეროში ერთი მიშადან - მეორემდე!” - მიხეილ სააკაშვილი
- “არ მინდა, ომში მყოფი ქვეყნის ლიდერთან პოლემიკაში შევიდე - ასეთი დამოუკიდებელი და ეროვნულ ინტერესებზე მდგარი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია” - მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს შესახებ ზელენსკის განცხადებაზე
- “ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის - არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან და ახლა ცდილობენ, კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ” - ირაკლი ნადირაძე