“საქართველომ ისეთივე გზა გაიარა ბოლო 13 წელიწადში, როგორც გაეროში ერთი მიშადან - მეორემდე!” - მიხეილ სააკაშვილი
საქართველომ ისეთივე გზა გაიარა ბოლო 13 წელიწადში, როგორც გაეროში ერთი მიშადან - მეორემდე! – ასე ეხმაურება საქართველოს მესამეპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას.
სააკაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ასევე, აღნიშნავს: „სამაგიეროდ ახლა ქართულად გამოვდივართ და თავს არ ვუყადრებთ საერთაშორისო ენებს“.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებს სიტყვით გუშინ მიმართა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს