“ბიძინა ივანიშვილი როდესაც პრემიერი იყო, შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი, ყოველთვის უხსნიდა დიპლომატიურ კორპუსს, რომ წითელი ხაზი იყო ეროვნული ინტერესი და არავის დაარღვევინებდა” - თეა წულუკიანი
„ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრჯერ დაუცავს წითელი ხაზი და ყოველთვის უხსნიდა მაშინდელ დიპლომატიურ კორპუსს, როდესაც ჩვენი პრემიერი იყო, შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი, რომ წითელი ხაზი იყო საქართველოს ეროვნული ინტერესი, ქართველი ხალხის ინტერესი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ივანიშვილი ამ ინტერესს არავის დაარღვევინებდა.
„ჩვენი მმართველობის პირობებში, პირველივე წლებში ვერ შევძელით ქმედითი წინააღმდეგობის გაწევა. არაერთ შემთხვევაში იყო ხოლმე მიღებული ისეთი ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესს არ აზიანებდა, მაგრამ სასურველი არ იყო. პირადად ბიძინა ივანიშვილს, მოწმე ვყოფილვარ ამის, რომ ძალიან ბევრჯერ დაუცავს წითელი ხაზი, როგორც ის უწოდებდა ხოლმე და ყოველთვის უხსნიდა მაშინდელ დიპლომატიურ კორპუსს, როდესაც ჩვენი პრემიერი იყო, შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი, რომ წითელი ხაზი იყო საქართველოს ეროვნული ინტერესი, ქართველი ხალხის ინტერესი. შესაბამისად, არავის დაარღვევინებდა ამ ინტერესს. სწორედ ივანიშვილის რესურსის და გადაწყვეტილებების წყალობით „ქართული ოცნების“ სხვადასხვა დროის ხელისუფლება ახერხებდა, რომ ეს წითელი ხაზი არავის გადმოელახა. ამ წითელი ხაზის აქეთ, მათ შორის მეც, როგორც მინისტრს, დაგვითმენია, მოგვითმენია.
დღეს ქართველი ხალხი ძალიან ღიად ხედავს, თუნდაც გერმანიის ელჩის ამპარტავან ქცევებს, ძალიან კულტურულად რომ ვთქვა. წარმოგიდგენიათ, დახურულ კარს მიღმა ასეთი ადამიანები როგორ შეიძლება იქცეოდნენ? ეს წარმოუდგენელია. არ ვსაუბრობ ამ კონკრეტულ ადამიანზე, მისი მაგალითი მომყავს ილუსტრირებისთვის, თუ რა შეიძლება ხდებოდეს დახურულ კარს მიღმა, როცა მათ იციან, რომ თქვენნაირი ჟურნალისტი ან კამერა არ უყურებს ან არ გახმაურდება. შეიძლება იყოს უზრდელობაც, შეურაცხყოფაც და მიჩნევა იმისა, რომ შენ არ ხარ თანასწორი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, არავის უნდა გვეწყინოს და უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რესურსის, მისი ძალის დამსახურებაა. ჩვენ შევძელით, როგორც პოლიტიკურმა გუნდმა, რომ ეს წითელი ხაზი არავის გადმოვალახინეთ. მეც მომისმენია სიტყვები „ქართული ოცნების“ პირველი პრემიერის, ივანიშვილის მხრიდან, რომ ეს წითელი ხაზი იყო ეროვნული ინტერესი – ამას ნუ შევეხებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორობისთვის მზად ვართო“, – განაცხადა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე