,,ბურჭულაძეს სხვა ფუნქცია არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ რუსეთის სცენებზე მღეროდა"- გია ვოლსკი
,,ბურჭულაძეს სხვა ფუნქცია არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ რუსეთის სცენებზე მღეროდა, მაგრამ ის შეარჩიეს, რადგან მას კავშირი არ ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ სისხლიან წარსულთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას შეხვდნენ.
„დიახ, იძულებულია, რადგან ასე დაავალეს. ვინც გვეუბნება, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს, არ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოს მყარი პოზიციები და განვითარება ჰქონდეს. ეს ადამიანები სისხლიანი არიან, რადგან ისინი იმ ტერორის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო. ბაჩო ახალაიას იმედი აქვთ, რომ შეიძლება, კავშირები ჰქონდეს იმ მწამებლებთან, რომლებიც უკან არაფერზე დაიხევენ და სისხლი მათთვის ღირებულს არ წარმოადგენს. ზოდელავა, ახალაია, მერაბიშვილი, ის ხალხია, ვინც სისხლიან ტერორში მონაწილეობდა. ბურჭულაძე და ზურაბიშვილი წინ წამოსწიეს, როგორც ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც იმ ბნელ პერიოდთან კავშირი არ ჰქონდათ, მაგრამ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სისხლიანი წარსულია და ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. ამ პროცესში პაატა ბურჭულაძე მარიონეტის როლშია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში