“მოძალადე სისტემის ხელებმა და ფეხებმა - პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ფეხქვეშ მიწა იწვის” - ალეკო ელისაშვილი სანქციებზე
„სამართალი დადის ურმითო“ ანდაზა რომ არის, სწორედ ეს შემთხვევაა - ძალიან კარგია, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო - ამ მავნებლების, მოძალადე სისტემის ხელებმა და ფეხებმა - პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ფეხ ქვეშ მიწა იწვის, -ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჩეხეთის მთავრობის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის დაწესებული სანქციები.
ელისაშვილის თქმით, „ყველა მოსამართლემ, პროკურორმა და მოძალადე პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან მათაც წამოეწევა სანქციები.“
„მათ უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური დისკომფორტი ყველგან და მაქსიმალურად უნდა დასანქცირდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი არ ჩერდება. ხალხის წამებისთვის, წვალებისთვის, უსამართლობისთვის და ძალადობისთვის მათ პასუხი უნდა აგონ. სანქციების დაწესება არის ერთ-ერთი პასუხისგების საშუალება. ძალიან კარგია და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ ეს სამართალი ურმით ადრე თუ გვიან მათაც წამოეწევათ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ჩეხეთის მთავრობამ ეროვნულ სანქციების სიას საქართველოს ხუთი საქართველოს მოქალაქე დაამატა. ჩეხური მედიის ცნობით, სანქცირებულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჯაროდ დაიცვა ძალისა და ძალადობის გამოყენება საქართველოს უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ. ასევე მოსამართლე კობა ჩაგუნავა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია და სახელმწიფო პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს წინადადება წარუდგინა, ისინი პასუხისმგებელნი არიან გასული წლის და წლევანდელი საპროტესტო აქციების დროს სასტიკ დარბევაზე.
სიახლეები
- 2026 წლიდან პენსია იზრდება
- ბაჩიაშვილის მშობლებს პატიმრობა შეეფარდათ
- ჩეხეთმა საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, პროკურორი ლაშა კოტრიკაძე და მოსამართლეები - კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი და მიხეილ ჯინჯოლია დაასანქცირა
- “მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე” - ლევან ცუცქირიძე
- “ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს” - ჯანდაცვის სამინისტრო