“აქტიურად გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ევროპელ პარტნიორებთან” - ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტზე
ევროპელ ლიდერებთან მაქვს საუბრის საშუალება ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში მისი მონაწილეობით გამართული დისკუსიის თემა იქნება ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით, რა მიმართულებითაც საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც ევროპელ ლიდერებთან მაქვს საუბრის საშუალება. გუშინაც ვახშამზე გვქონდა საშუალება, რომ არაერთ ლიდერს გავსაუბრებოდით და ყველგან ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გუშინ გვქონდა საინტერესო გაცვლა მოსაზრებების, იდეების ევროპელ ლიდერებთან და აქტიურად გამოვიყენებთ დღესაც ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მივიღებ დისკუსიაში, რომლის თემა არის ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით, მინერალების კუთხით და თქვენ იცით, რომ საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი. მათ შორის, სერიოზული სატრანზიტო პოტენციალი და ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,”- განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ირაკლი კობახიძემ ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ საფრანგეთის მიერ ინიცირებულ დეკლარაციას ხელი მოაწერა
- მაროკოში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს ორი ადამიანი ემსხვერპლა
- “მინდა, მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს; მივიდეთ 4-ში და დავდგეთ ბოლომდე!” – მიხეილ სააკაშვილი
- „პროკურატურაში სულელები ხომ არ სხედან?“ - სუროგატი დედების საქმის ფიგურანტი ახალ სააგენტოს ხსნის
- “გამოაცხადეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, გადაიტანეთ ქუჩის პროცესები საარჩევნო უბნებზე” - კახა ოქრიაშვილი