ეკა ბესელია საკუთარ პარტიას ივნისში დააფუძნებს
ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ პარტიას ივნისში დააფუძნებს.
პარტიის დამფუძნებლებს შორის ასევე იქნებიან დეპუტატები გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე.
პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ივნისის ბოლოს იგეგმება, სადაც ახალი სახეების წარდგენაც მოხდება.
როგორც ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის აქტიური მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით.
ცნობისთვის ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა "ქართული ოცნება" და საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში, უზენაესი სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე განსხვავებული პოზიციების გამო დატოვეს. აპრილში კი ეკა ბესელიამ თანამოაზრეებთან ერთად ახალი პარტიის შექმნა დაანონსა.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს ქალაქებში
- 4 ოქტომბერი, 4 საათი და 4 სცენა - ოპოზიციის გეგმის ახალი დეტალები
- "რუსეთი „ქაღალდის ვეფხვი“ არ არის - ჩვენ ვებრძვით მთელ ნატო-ს და წინ მივდივართ, ეს „ქაღალდის ვეფხვია“?"- ვლადიმერ პუტინი
- 3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- “გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის...” - ვახტანგ ძაბირაძე