“ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, არის „ქართული ოცნება“ – კახა კალაძე
„მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი.
„მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, „მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო მნიშვნელობის პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები. საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეკოპოლიტიკის მიმართულებით, იგივე ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომელიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და რა თქმა უნდა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე