ამ გვერდის ამობედვა

“როგორც რადიკალური ოპოზიცია უცხადებს ბოიკოტს არჩევნებს, ისე რადიკალური „ენჯეოები“ არდაკვირვების მხრივ - საარჩევნო თაღლითები თუ არ დააკვირდებიან, ამით არაფერი დააკლდება არჩევნებს” - შალვა პაპუაშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა, „სოროსი“, „ისფედი“, საია - ყველა ამ ორგანიზაციამ, ვინც განაცხადა, რომ ხმას არ მისცემენ არჩევნებზე, თავისი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინეს - არჩევნებში არ მონაწილეობით, ისინი საკუთარ თავს აფორმებენ ანტიდემოკრატიულ, რადიკალურ დაჯგუფებად და ასეც იქნება ხვალინდელი დღიდან, როცა ეს არჩევნები გადაივლის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც უარი განაცხადეს, დაჰკვირვებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ამით ბოიკოტს უცხადებენ მას.

 

მისივე განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან არჩევნებზე არ დაკვირვება „დიდი დანაკლისი არ არის, რადგან საარჩევნო თაღლითების მხრიდან არჩევნების დაკვირვება უფრო პრობლემური იყო“.

 

„ვინ უშლიდა „ისფედებს“ და ა.შ, რომ დაჰკვირვებოდნენ არჩევნებს? რა პრობლემა იყო? რომელმა კანონმა [შეუშალა ხელი]? ვინ დაუშალა? არავინ. ეს არის, მათ შორის, ნაწილი იმ ჰიბრიდული თავდასხმისა ჩვენს არჩევნებზე. როგორც რადიკალური ოპოზიცია უცხადებს ბოიკოტს არჩევნებს, ისე რადიკალური „ენჯეოები“ არ დაკვირვების მხრივ. ვნახეთ, რომ ისინი, როგორც ამომრჩევლებიც მონაწილეობას არ იღებენ. ამით მათ საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა, „სოროსი“, „ისფედი“, საია, ყველა ამ ორგანიზაციამ, ვინც განაცხადა, რომ ხმას არ მისცემენ არჩევნებზე, თავისი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინეს. დღევანდელ არჩევნებში არ მონაწილეობით, ისინი საკუთარ თავს აფორმებენ ანტიდემოკრატიულ, რადიკალურ დაჯგუფებად და ასეც იქნება ხვალინდელი დღიდან, როცა ეს არჩევნები გადაივლის.

 

რაც შეეხება მათ არ დაკვირვებას, აქ დიდი დანაკლისი არ არის. საარჩევნო თაღლითების მხრიდან არჩევნების დაკვირვება უფრო პრობლემური იყო. გახსოვთ, რომ „ისფედმა“ 2020 წელს პარალელური დათვლები გააყალბა. ხომ ვთანხმდებით, რომ ყალბი რიცხვები გამოაქვეყნეს? ვთანხმდებით. შარშან რომ საერთოდ არ გამოაქვეყნეს, ამაზეც ხომ ვთანხმდებით? ვთანხმდებით. ასე, რომ საარჩევნო თაღლითები თუ არ დააკვირდებიან, ამით არაფერი დააკლდება ჩვენს არჩევნებს. რაც შეეხება დამკვირვებლებს. დღევანდელ დღეს, 56 საერთაშორისო ადგილობრივი ორგანიზაციის 8 000 წარმომადგენელი აკვირდება არჩევნებს. 73 მედიის 1 000-მდე ჟურნალისტია აკრედიტებული არჩევნების გასაშუქებლად. შეამოწმეთ ერთი, ბოლო არჩევნები რომ იყო ლიეტუვაში, რამდენი დამკვირვებელი იყო და მერე შეადარეთ საქართველოს მონაცემებს.

 

ეუთო/ოდირი მოვიწვიეთ. მათ საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ჩამოსულიყვნენ არჩევნებზე. არაფერი არ სჭირდება, რომ შეკრან რამდენიმე კაციანი დელეგაცია, რათა ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ არჩევნებს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რამდენიმე დღით ადრე მიიღო შეტყობინება ეუთო/ოდირმა. 2008 წელს, 17 წლის წინ, როდესაც ტექნიკა და სხვა პირობები სხვანაირად იყო, მაშინ შეძლეს მისიის გამოგზავნა და წელს რა პრობლემა იქნებოდა. უფრო მეტი პირდაპირი რეისი გვაქვს სხვადასხვა დედაქალაქთან. ასე, რომ უფრო ადვილად და კომფორტულად ჩამოვიდოდნენ საქართველოში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც ნაწილია იმის, რომ რაღაცნაირად მოხდეს ქართულ არჩევნებზე თავდასხმა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 232 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 04 2025

სიახლეები