ამ გვერდის ამობედვა

“რთულია, ვინმემ დაინახოს „ლელოს“ ჭკვიანური ინვესტიცია პოლიტიკაში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, პარალელურად, ბევრ ფულს შოულობს ხაზარაძე პოლიტიკაში ყოფნისას” – ხვიჩია

“იმ სიგიჟეების შემდეგ, რაც ხაზარაძემ და „ლელომ“ აკეთეს, ხაზარაძის პოლიტიკიდან წასვლას ველოდები”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ელოდება, რომ ხაზარაძე “პოლიტიკიდან წავა და საერთოდ „დაიკიდებს“ ამ ყველაფერს”.

 

“ამ სიგიჟეში მეტ ფულს აღარ ჩაასხამს. მგონია, ძალიან რთულია, ვინმემ დაინახოს „ლელოს“ ჭკვიანური ინვესტიცია პოლიტიკაში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, პარალელურად, ბევრ ფულს შოულობს ხაზარაძე პოლიტიკაში ყოფნისას. როგორ შეიძლება, არ დაიღალო იმ სიგიჟით, რასაც ხაზარაძე აკეთებს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვიდა. პარლამენტში არშესვლა და ბოიკოტი შეცდომა იყო, ამის მონანიების გარეშე თქვა, რომ ორი კაცით დავანგრევთ თბილისის საკრებულოს, უბრალოდ არასერიოზულია, მაგრამ „ლელოსგან“ არასერიოზულობა ვის უკვირს“.

წაკითხვა 228 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 06 2025

სიახლეები