“ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო “საშინლად დაბალი”, სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს – “ოცნებამ” მომავალი 4 წლით “დაიკანონა” მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში” - კახა გოგოლაშვილი
,,სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში, არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რის გამოც ოცნებამ მომავალი 4 წლით “დაიკანონა” მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში”,- ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გოგოლაშვილი აღნიშნავს, არჩევნების “ბოიკოტის” და ხელისუფლების “მშვიდობიანი დამხობის” იდეის ერთადერთი ხელშესახები შედეგი, “ქართული ოცნების” მიერ სრულად “დაპყრობილი” ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტებია, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ დიდ ქალაქებში სრული კონტროლი დაამყარა.
“ცნობისთვის, მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის პროცენტი იყო “საშინლად დაბალი”, ვიცოდეთ, რომ ქვეყნის მაშტაბით არჩევნებზე მოვიდა ამომრჩეველთა 41%. ანალოგიურ არჩევნებზე დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა (რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით) ბოლო 5 წელიწადში მერყეობს 40-45 პროცენტის დიაპაზონში. სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რის გამოც ოცნებამ მომავალი 4 წლით “დაიკანონა” მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში. თბილისში აქტივობა იყო საშუალოზე ბევრად დაბალი -31% (თუმცა საერთაშორისო პრაკტიკის ფარგლებში ნორმალური მოვლენა), რაც სწორედ აქ არსებული დიდი ოპოზიციური რესურსის გამო მოხდა. აქ ოცნებას დამარცხების ყველაზე დიდი შანსი ქონდა, რომ არა ბოიკოტი და 4 ოქტომბრისთვის გაცემული დაპირება რეჟიმის უალტერნატივოდ დამხობის შესახებ. საპროტესტო ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის ეს იყო გადამწყვეტი არგუმენტი იმისა რომ, “უკვე ჩამოგდებისთვის გამზადებული ხელისუფლების არჩევნებზე მისვლას” აზრი არ აქვს. ჩემი აზრით, არჩევნების “ბოიკოტის” და ხელისუფლების “მშვიდობიანი დამხობის” იდეის ერთადერთი ხელშესახები შედეგი, არის ოცნების მიერ სრულად “დაპყრობილი” ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტები და, პირველ რიგში, დიდი ქალაქების სრული კონტროლი. რომც მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ამ შედეგების გასაუქმებლად საკმარისი ლეგალური საფუძველი პრაქტიკულად არ იარსებებს.” – წერს გოგოლაშვილი.
სიახლეები
- “არაფერი მაქვს სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, სად და ვისთან ერთად ვიყავი” – ლევან სანიკიძე
- “მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს შეატოვეს” – ანა ბუჩუკური
- “2017 წელს 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის, დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ” - კახა კალაძე
- “რთულია, ვინმემ დაინახოს „ლელოს“ ჭკვიანური ინვესტიცია პოლიტიკაში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, პარალელურად, ბევრ ფულს შოულობს ხაზარაძე პოლიტიკაში ყოფნისას” – ხვიჩია
- “ელჩი რომ არ გამოვა და ასეთ ცეცხლწაკიდებულ, ღობედანგრეულ პრეზიდენტის სასახლესთან კომენტარს არ გააკეთებს, ნიშნავს, რომ ეს სწორედ მათი მხრიდანაა დაფინანსებული” – მაჭარაშვილი