“მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს შეატოვეს” – ანა ბუჩუკური
მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს შეატოვეს – ჩემი პერსონალური და ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ აი, ამ პოლიტიკოსების აზრი გახდა მეინსტრიმი და ჩვენ მოქალაქეების საპირისპიროში დარწმუნება ვერ შევძელით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “გახარია საქართველოს“ წევრი ანა ბუჩუკური წერს.
“ნაცმოს” ლიდერებს დღეს ეკითხებიან, რუსთაველზე ადამიანები რატომ მიატოვეთ, სად იყავითო. პასუხებში ძირითადად ჭარბობს “მე მეგონა…” ასე შეატოვეს მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს.
ჩემი პერსონალური და ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ აი, ამ პოლიტიკოსების აზრი გახდა მეინსტრიმი და ჩვენ მოქალაქეების საპირისპიროში დარწმუნება ვერ შევძელით.
ან ახლა შევძლებთ შეცდომების, დანაშაულის აღიარებას, გაანალიზებას ცივი გონებით – ან კიდევ დიდი ხანი უნდა ვუყუროთ რეჟიმს, რომელმაც 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს მორიგი სპეცოპერაცია მოუწყო“, – წერს ანა ბუჩუკური.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს