“4 ოქტომბერი არის სააკაშვილის და ყველა იმ პოლიტიკური ნულის პასუხისმგებლობა, რომელიც სააკაშვილის ახირებებზე დარბის” – ჩერგოლეიშვილი
“4 ოქტომბერი არის სააკაშვილის და ყველა იმ პოლიტიკური ნულის პასუხისმგებლობა, რომელიც სააკაშვილის ახირებებზე დარბის”, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, სააკაშვილმა გადაწყვიტა, “ქართველი ხალხის ბედით ვა ბანკზე წასულიყო”.
„აბა, ვისი მოხარშულია 4 ოქტომბრის რევოლუციური იდეები? ხაბეიშვილი რისი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა? ბოკუჩავა ნულია, ხაბეიშვილიც ნულია, სააკაშვილის იდეა იყო ეს და სააკაშვილი აკეთებდა ამას. 4 ოქტომბერი არის სააკაშვილის და ყველა იმ პოლიტიკური ნულის პასუხისმგებლობა, რომელიც სააკაშვილის ახირებებზე დარბის. ეს არის პირადად მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობა, რომელმაც გადაწყვიტა, ქართველი ხალხის ბედით ვა ბანკზე წასულიყო. ხედავს, რომ დემოკრატიული პროტესტი ისე მიდის, იქ ცენტრალურ როლს ვერ ასრულებს“.
სიახლეები
- იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
- ,,როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას” – ნინო წილოსანი
- 2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ირაკლი კუპრაძეს მინდა ვუთხრა: თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში!"- ალეკო ელისაშვილი