„ლელომ“ და გახარიამ დაკარგეს ხმების 60 პროცენტი, საკუთარმა ამომრჩეველმა წიხლი ჰკრა, ეს სამარცხვინოები დგანან და ჩერგოლეიშვილს აბრალებენ” - თამარ ჩერგოლეიშვილი
ამდენი ფული დახარჯა, სრულიად უკონკურენტოდ იყო შესული რეჟიმის მიერ არჩევნებად დარქმეულ ფარსში და ვისი ხმებიც 2024 წლის არჩევნებში აიღო, ისიც 60 პროცენტი დაკარგა. ერთად, „ლელომ“ და გახარიამ დაკარგეს ხმების 60 პროცენტი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ორ პარტიას საკუთარმა ამომრჩეველმა წიხლი ჰკრა და ახლა მას აბრალებენ.
„ეს სამარცხვინოები დგანან, საკუთარმა ამომრჩეველმა წიხლი ჰკრა და ჩერგოლეიშვილს აბრალებენ. ანუ რა გამოდის, ორი ტელევიზია ჰქონდა ხაზარაძეს, არც ერთხელ არც ერთ ტელევიზიაზე, საარჩევნო კამპანია რაც დაიწყო, მე ნამყოფი არ ვარ. შეიძლება, ერთხელ ვიყავი, ამ „რვიანის“ ფარგლებში. მე ნამყოფი არ ვარ იქ საერთოდ. ორივე ტელევიზია ჰქონდა. რა ცვედნები, რა იმპოტენტები არიან, რომ ორი ტელევიზია, ფული ჰქონდა, უკონკურენტოდ იყო არჩევნებში შესული და ამხელა კაცი დგას და შეზღუდული გვქონდა ყველანაირად მედია, ჩვენ გვაბრალებს იმას, რომ ამომრჩეველი წავართვით? ამიტომ არის პოლიტიკური ცვედანი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
სიახლეები
- როგორ უნდა მოვიქცეთ თუ კრაზანამ გვიკბინა – ექიმის რჩევა
- თბილისში პოლონეთის სამი მოქალაქე დაჭრეს
- პოლიციამ დააკავა პირები, რომლებმაც თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე
- კუჭმაჭი
- “შესაძლოა, მათ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ გვემეტება ციხისთვის – ვაფრთხილებდით, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი” - კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებზე