ამ გვერდის ამობედვა

“რამდენიმე თვეა ჩამოვედი და ჩემი გადაადგილება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, ასე ვიცხოვრე ეს თვეები, პრობლემების გარეშე - ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! სასამართლო არსებობს, კანონი, თუ რა? ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ!” - ბაჩო ახალაია

ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ! - ამის შესახებ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალიამ განაცხადა.

მან ასევე განმარტა, რატომ არ აირჩია მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა და აღნიშნა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს.

 

„ადამიანურად ძალიან მაღიზიანებს ვიღაც რომ გამოხტება და იტყვის პროკურატურაში არ მივალ, მივალ სასამართლოში. რა განსხვავებას ნახულობთ ამაში? ადვოკატი რა ჭირად მჭირდება? ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს ? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ!“.

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ჩამოსვლის მომენტიდან მასზე მუდმივი მეთვალყურეობაა, შესაბამისად დასამალი არაფერი აქვს.

 

„მე ჩამოვედი რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში, ჩემი გადაადგილება, ყოფნა, მოძრაობა, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, ასე ვიცხოვრე ეს თვეები პრობლემების გარეშე, ღიად, თავისუფლად. ერთადერთი დისკომფორტს და პრობლემებს ქმნიდა ბავშვებისთვის, რომ მუდმივად ვიღაც გითვალთვალებს. ამიტომ არსად არც დასამალი მქონია არც არაფერი“, - განაცხადა ახალიამ.

 

კითხვაზე შეუთვალეს თუ არა მას, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, ახალაიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასაც და მთელ საზოგადოებას შეუთვალა, რომ ან ქვეყანას დატოვებენ, ან დაპატიმრებულები იქნებიან.

 

„მე კი არა, ყველას შემოგითვალათ ბიძინა ივანიშვილმა, ან წახვალთ ციხეში, ან დატოვებთ ამ ქვეყანას, ან გარუსდებით“.

წაკითხვა 329 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 10 2025