"ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი პასუხისმგებლობას გაურბის, ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა" - ირაკლი კობახიძე
ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოფო ჯაფარიძის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, სოფო ჯაფარიძის გამგზავრებაც მეტყველებს „რადიკალი ოპოზიციონერების“ სახეზე.
„ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ, ერთადერთი, რითაც მოქმედებენ, ეს არის გარე დავალებები და გარე პატრონის კარნახი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პრემიერის თქმით, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იყო მისული აქციაზე.
„ანონსი ყველამ იცის, რაც იყო. გამოცხადებული იყო დამხობის აქცია. დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად. რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იქ იყო მისული. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინც ძალადობაში იყო ჩართული, იცით, რომ მათ მიმართ მოქმედებს სამართლებრივი ზომები. იდენტიფიცირებულია ადამიანების გარკვეული რაოდენობა და მათ მიმართ სამართლებრივი ზომები ამოქმედდება. რა თქმა უნდა, ეს არ გვიხარია, თუმცა ყველამ იხილა შემდგარი დანაშაული და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება არის უბრალოდ ჩვენი პასუხისმგებლობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ზოგადად პროტესტს, მისი თქმით, ხელოვნურ პროტესტის მცდელობას წარმატება ვერ ექნება.
„საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ, რომ რაღაც ნაკვერჩხალი შეინახონ. სინამდვილეში საზოგადოებაში არავითარი პროტესტი არ არსებობს, ამას ადასტურებს ისიც, რომ ამ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 82% მიიღო. ჩვენ 1 100 000 მეტი ხმა მივიღეთ.
რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში, ხელოვნურ პროტესტის მცდელობას წარმატების პერსპექტივა ვერ ექნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ