“საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ, ნაკვერჩხალივით შეინახონ ეს პროტესტი” - ირაკლი კობახიძე
“საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ, რაღაც ნაკვერჩხალივით შეინახონ ეს პროტესტი.
„სინამდვილეში, საზოგადოებაში არავითარი პროტესტი არ არსებობს და ამას ადასტურებს, მათ შორის, ისიც, რომ ამ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” მიიღო ამომრჩეველთა ხმების 82%. ჩვენ მივიღეთ 1 100 000-ზე მეტი ხმა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ასეთ ხელოვნურ პროტესტის მცდელობებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატების პერსპექტივა”.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში