“ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა ლიდერებიც, ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა” - პრემიერი
“ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არამხოლოდ, ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გურჯაანში სოფო ჯაფარიძის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, ესეც მეტყველებს რადიკალი ოპოზიციონერების სახეზე.
„ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ, ერთადერთი, რითაც მოქმედებენ, ეს არის გარე დავალებები და გარე პატრონის კარნახი,”.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს