,,იმ ოჯახების უბედურებაზე, რომელთა წევრები დაიჭირეს და სერიოზული ბრალდებები წაუყენეს, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ,,ნაცმოძრაობამ” – გია ვოლსკი
გია ვოლსკი 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და განმარტავს, რომ გამოძიების შედეგები იქნება საგანგებო მნიშვნელობის.
,,ჩვენთვის მთავარია, დავადგინოთ ჭეშმარიტება და განვსაზღვროთ მოქმედების მიმართულება, რათა საქართველო ავაცილოთ იმ უბედურებას, რასაც გვიქადიან კონკრეტული შემსრულებელი პირები, გინდა ამ რევოლუციის სულისჩამდგმელები და გინდა – მათი მხარდამჭერები,
რეალურად, ყველაფერზე პასუხისმგებელი, იმ ოჯახების უბედურებაზე, რომელთა წევრები დაიჭირეს და სერიოზული ბრალდებები წაუყენეს, მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ,,ნაცმოძრაობამ” და რასაკვირველია, იმ საერთაშორისო სუბიექტებმა, კონკრეტულმა პირებმა თუ ორგანიზაციებმა, ვინც ,,ნაცმოძრაობას” დაუჭირეს მხარი”, – აცხადებს ვოლსკი.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს