“ამ ხალხს, რასაკვირველია დავაკავებდი, მაგრამ სხვა მუხლით” - ჩერგოლეიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეებზე
“ამ ხალხს, რასაკვირველია დავაკავებდი, მაგრამ სხვა მუხლით,”- ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის მონაწილეების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
ჩერგოლეიშვილის განმარტებით, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირებს უფრო მსუბუქი მუხლით დააკავებდა, ვინაიდან, “დამხობის სცენარი არ არსებობს და დროშაში გაბუდნული იდიოტები ხალხს აბოლებდნენ.”
“რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ თუ დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს და არ არსებობს დამხობის სცენარი, სხვა მუხლით, გაცილებით მსუბუქი მუხლით.
უნდა ჩავხედო [კანონს], უპასუხისმგებლო ხომ არ ვარ, რომ ვიდგე და ვარახუნო რაღაცები ამ ყველაფერზე, მაგრამ, სხვა მუხლი – არ ვიცი, შენობის, ჭიშკრის, სახელმწიფო ქონების დაზიანება მაგალითად ან რაღაც ასეთი და არა დამხობა, იმიტომ, რომ არ არსებობს ხალხო დამხობა, არ არსებობს. სრული აფერა იყო. დროშაში “გაბუდნული” იდიოტები, სრული იდიოტები, დადიოდნენ და ხალხს “აბოლებდნენ”. თან მთავარი პრობლემა რა იყო? – მე “მკიდია” მაგათი წნეხი, მაგრამ, რას აკეთებდნენ იცი? კითხვის დასმას კრძალავდნენ, ანუ “ქოცად” გნათლავდნენ და მერე, ფეისბუქ ტროლ-ბოტობა რომ ჰყავთ, ერთი კაცი რომ შვიდ პროფილთან ზის და ხალხს აბულინგებს, სიმრავლის განცდა რომ იყოს – სად იყო იქ ხალხი, პაატა მანჯგალაძეს, ირაკლი ნადირაძეს რომ აკავებდნენ?!
ელენე ხოშტარია რომ გაემიჯნა, რომელიც პირველი იყო, ვინც ამბავი ატეხა, პრინციპში, პირველი ბოკუჩავა იყო, მერე იყო ელენე – უბრალოდ, ნახეთ ელენეს 30 ივლისის პოსტი, ბანდერლოგები შეესივნენ ჩვეულებრივად, არ ვიცი, რამდენი კომენტარია და სრულიად დელიკატურად დაწერილ პოსტზე რა ქნეს. და ეს აფერისტები გეტყვიან, შენ მლანძღავ, უხეშად მელაპარაკები და ვერ ვიგებ. ელენე ხომ გფხანდათ ფაშვს,”- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.
სიახლეები
- “ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ - ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია” - მიხეილ სააკაშვილი
- “სალომე ზურაბიშვილის მიერ პრაღაში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელები გეგმა; არის სიჩუმე, რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს?” – პაპუაშვილი
- “დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს; ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით, ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ” – მეუფე შიო
- “იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე” - პრემიერი 4 ოქტომბრის მოვლენებზე
- “უცხოეთიდან წაქეზებული ჯგუფები ევროკავშირის დროშით აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის ატრიალებას” - შალვა პაპუაშვილი